Blaze-ს ინფორმაციით, შავ ბაზარზე, ვიდეოთამაშის World of Warcraft-ის (WoW) ვირტუალური ოქროს ფასმა დოლართან მიმართებით ვენესუელას ეროვნული ვალუტის კურსს გადააჭარბა. თამაშისთვის WoW რეალური ფულის კონვერტაციის ძირითად ინსტრუმენტად მონეტები გამოიყენება, რომელთა ღირებულებაც ჩრდილოეთ ამერიკაში 20 დოლარს შეადგენს. მოთამაშეებს მონეტის გაყიდვა შეუძლიათ აუქციონზე, რომლითაც თამაშისთვის საჭირო ოქროს მოიპოვებენ.
ერთი ამერიკული დოლარი ჩრდილოეთ ამერიკაში დაახლოებით 6,487 ერთეული ოქროს ტოლფასია. ერთი დოლარით კი 11,2 ათასი ბოლოვარის შეძენაა შესაძლებელი.
ვენესუელაში 2016 წლიდან დღემდე ბოლივარი 500%-ით გაუფასურდა.

























