მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენესუელას მთავრობამ მოსახლეობისთვის დასარიგებლად ათასი ტონა საკვები შეიძინა

575958e6ad7e8
BM.GE
09.06.16 15:51
1114
ვენესუელას მთავრობამ რამდენიმე ათასი ტონა საკვები შეძენის თაობაზე განაცხადა, რომელსაც ე.წ. თანამეგობრობის საბჭო მათზე გადაანაწილებს, ვინც მზრუნველობას საჭიროებს.

როგორც ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, იგეგმება ნაყიდი საკვები პროდუქტების 70 %-ის გადანაწილება. ფარმაცევტული ფედერაცია კი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უცილებელი მედიკამენტებისა და სამედიცინო აპარატურის 80% არ არის.

ვენესუელაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა საკვების, სასმელისა და პირველი დახმარების ნივთების დეფიციტი გამოიწვია.

ქვეყნის ოპოზიციური ძალა აცხადებს, რომ ვენესუელა ეკონომიკურ კრიზისამდე ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის პოლიტიკამ მიიყვანა, რაც ნავთობზე დაბალმა ფასმა კიდევ უფრო გაამწვავა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, წელს ვენესუელაში ინფლაცია 720 % მიაღწევს.

თუმცა, პრეზიდენტი ეკონომიკის კრიზისში ქვეყნის ბიზნეს ელიტასაც ადანაშაულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები