მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეებში ფიგურირებს - AP

დელსი როდრიგესი

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, დელსი როდრიგესი, აშშ-ში ნარკოტიკებით ვაჭრობის ათეულობით საქმეში ფიგურირებს, – იუწყება „ესოშიეთიდ პრესი“.

გამოცემის ინფორმაციით, როდრიგესი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის უწყების ყურადღების ცენტრში უკვე წლებია იმყოფება. 2022 წელს აშშ-ის ადმინისტრაციამ ის პრიორიტეტულ სამიზნედ დაასახელა.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციამ როდრიგესის შესახებ დეტალური სადაზვერვო ფაილი შეადგინა, რომელიც, სულ მცირე, 2018 წლით თარიღდება. მასზე აღწერილია მისი სავარაუდო თანამონაწილეობა ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ოქროს კონტრაბანდის საქმეებში. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, 2021 წელს როდრიგესი კარიბის ზღვის კურორტზე მდებარე სასტუმროებს ფულის გათეთრებისთვის იყენებდა.

გარდა ამისა, გასულ წელს როდრიგესი დაკავშირებული იყო ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან დაახლოებულ კოლუმბიელ ბიზნესმენ ალექს სააბთან, რომელიც აშშ-მა 2020 წელს დააკავა ფულის გათეთრებასა და კორუფციაში ბრალდებით.

შეგახსენებთ, 2026 წლის 3 იანვარს აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ჩაატარეს ოპერაცია სახელწოდებით "Absolute Resolve", რომლის დროსაც იკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, დააკავეს და აშშ-ში გადაიყვანეს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მადუროს წლების განმავლობაში ადანაშაულებდა ე.წ. "მზის კარტელის" (Cartel de los Soles) ხელმძღვანელობაში. ბრალდების მიხედვით:

ის თანამშრომლობდა კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან (FARC), რათა აშშ-ის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით კოკაინი შეეტანა.

ნარკოტიკებით ვაჭრობას იყენებდა როგორც "იარაღს" აშშ-ის საზოგადოების დასაზიანებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები