ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 235 ადამიანი დაიღუპა და 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
25 ივნისს პირველი ბიძგები ქალაქ სან-ფელიპესთან დაფიქსირდა, დაახლოებით 39 წამის შემდეგ კი მეორე მიწისძვრა მოხდა. 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ იუმარესთან განმეორდა.
სტიქიამ ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში შენობების ნგრევა გამოიწვია. ამის გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კარაკასის საერთაშორისო აეროპორტი დახურა. ამასთან, ქვეყანაში სასწავლო პროცესი შეჩერდა, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების უმეტესობამ მუშაობა დროებით შეაჩერა.
აღნიშნული სტიქიური უბედურება ბოლო საუკუნის განმავლობაში ვენესუელაში დაფიქსირებულ მიწისძვრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო.



























