მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენესუელაში შესაძლოა მიმოქცევიდან ყველაზე მსხვილი ბანკნოტი ამოიღონ

584e90f914bfb
BM.GE
12.12.16 15:54
1654
ვენესუელას ხელისუფლების განცხადებით, უახლოეს მომავალში ყველაზე მსხვილ კუპიურას 100 ბოლივარის ნომინალით მიმოქცევიდან ამოიღებენ. აღნიშნული კუპიურის ნაცვლად კი მიმოქცევაში იგივე ღირებულების მონეტები გამოჩნდება, - იუწყება BBC.

BBC-ის ინფორმაციით, ბანკნოტების მონეტებით შეცვლის ოპერაცია 72 საათის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს აზრით, აღნიშნული ოპერაცია კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს, ასევე საკვები პროდუქტისა და პირველადი დახმარების პროდუქტების ქრონიკულ უკმარისობას შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის გამო, 100 ბოლივარის ღირებულება ახლა დაახლოებით 2 ცენტს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები