მკაცრად მოვუწოდებთ ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ - ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს გააუქმოს სამი მოსმენით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელიც საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. კომისია აცხადებს, რომ რუსულ კანონში ფუნდამენტური ხარვეზებია, რომლებიც გამოიწვევს მძიმე ნეგატიურ შედეგებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, სამოქალაქო პროცესებში თანამონაწილეობის მიმართულებით. რა შეფასებები აქვთ ვენეციის კომისიის გზავნილებზე იურისტებს?