მკაცრად მოვუწოდებთ ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ - ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს გააუქმოს სამი მოსმენით დამტკიცებული „აგენტების კანონი“, რომელიც საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. “მასში არის ფუნდამენტური ხარვეზები, რომლებიც გამოიწვევს მძიმე ნეგატიურ შედეგებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასევე სამოქალაქო პროცესებში თანამონაწილეობის მიმართულებით, რადგანაც აკრძალვები და შეზღუდვები საბოლოო ჯამში დააზიანებს მოქალაქეთა უფლებებს იყვნენ ინფორმირებული, დააზიანებს პლურალიზმსა და დემოკრატიას", - წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.