მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენის აეროპორტი შესაძლოა, ავსტრიელი მრბოლელის ნიკი ლაუდას სახელობის გახდეს

5cf7d5010c2ee
მიშა ხაჩიძე
06.06.19 00:20
1309
ვენის აეროპორტი შესაძლოა, ავსტრიელი მრბოლელი ნიკი ლაუდას სახელობის გახდეს.

ინიციატივით ავსტრიის ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი ნორბერტ ჰოფერი გამოვიდა.

ახლა საკითხზე ვენის აეროპორტის მეპატრონეებმა უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილებაც მათ უნდა მიიღონ. როგორც ცნობილია, ტერმინალის 20% ავსტრალიელ ინვესტორებს ეკუთვნით.

მსოფლიოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ვენის აეროპორტს სახელწოდება ამ დრომდე არ ჰქონია, მაშინ როცა მიუნხენის აეროპორტი ფრანც იოსებ შტრაუსის სახელობისაა, რომის ტერმინალი - ლეონარდო და ვინჩის, ლივერპულის აეროპორტს ჯონ ლელონის სახელი ჰქვია, ხოლო კრაკოვის ტერმინალი რომის პაპის იოანე პავლე მეორის სახელს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ავსტრიელი ავტომრბოლელი ნიკი ლაუდა 20 მაისს გარდაიცვალა. „ფორმულა 1“-ის პილოტი 70 წლის იყო. სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა პირველი ორი ტიტული 1975 და 1977 წლებში, „ფერარისთან“ ერთად მოიგო, მესამე კი, 1984 წელს, „მაკლარენთან“ ერთად მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები