მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენის აეროპორტის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

5d1c81422ac6f
მიხეილ ხაჩიძე
03.07.19 17:00
736

ავსტრიის დედაქალაქის აეროპორტსა და ავიაკომპანიებში დასაქმებულმა პერსონალმა, შესაძლოა, მასშტაბური გაფიცვა გამოაცხადოს.

ინფორმაციას ავსტრიული მედია პროფკავშირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემების ცნობით, აეროპორტის თანამშრომლები ხელფასების მომატებასა ითხოვენ; წინააღმდეგ შემთხვევაში, საზაფხულო სეზონის პროცესში მასობრივ გაფიცვებს დაიწყებენ, რაც ტერმინალის სრულ პარალიზებას გამოიწვევს.

ამ დროისათვის პროფკავშირები ავიაკომპანიებსა და აეროპორტის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწრამოებენ, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მათი გადაწყვეტილება გაფიცვასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, ავსტრიის პროფკავშირები სტიუარდესებისთვის ხელფასის 1.700 ევრომდე გაზრდას ითხოვენ; ამ დროისთვის ბორტგამცილებლების ანაზღაურება 1,261 ევროს შეადგენს. მოთხოვნა ასევე ვრცელდება სხვა მიმართულებებით დასაქმებულ პერსონალზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები