„ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა, ფრენას რამდენიმე წუთში შეასრულებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, „ხარვეზი აღმოფხვრილია და ვენის მიმართულებით თვითმფირნავი რამდენიმე წუთში აფრინდება“.
შეგახსნებთ, "ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. თვითმფრინავი ვენის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში თბილისის ცაზე დაფრინავდა და დაშვებას ვერ ახერხებდა.
ტვ პირველთან ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ ე.წ შასი არ დაიხურა, შესაბამისად პილოტმა დაფრენის გადაწყვეტილება მიიღო.
"შასი არ დაიხურა. ტექნიკური გაუმართავობაა. აფრინდა და შასი ანუ ბორბალი არ შევიდა შიგნით, შესაბამისად პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება დაეხარჯა 6 ტონა საწვავი და დამჯდარიყო აეროპორტში, რათა გამოეძახებინათ სპეც სამსახურები, რომ დაედგინათ შასი რატომ არ დაიხურა"-განაცხადა რომან ბოკერიამ.
აღსანიშნავია, რომ თემურ ტოლომაშვილია პილოტი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასმა მოახერხა.

























