მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენის სადაზღვევო ჯგუფის საინვესტიციო საბჭოს ვიზიტი საქართველოში

5d4c18e925a6e
BM.GE
08.08.19 16:41
945
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი ვენის სადაზღვევო ჯგუფის საინვესტიციო დელეგაციას მასპინძლობს. თბილისში ოფიციალური ვიზიტით აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფის საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე გერალდ ვებერი, ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელი როლანდ გოლშტეინერი და ჯგუფის წევრი კომპანიების მთავარი ფინანსისტები იმყოფებიან.

დელეგაცია საქართველოსა და რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და გამოწვევებს განიხილავს. შეხვედრაზე ძირითადი დრო საქართველოს სადაზღვევო ბაზრის საინვესტიციო გარემოს მიმოხილვას და პერსპექტივების შეფასებას დაეთმო.

გერალდ ვებერი, ვენის სადაზღვევო ჯგუფის საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე: „ვენის სადაზღვევო ჯგუფს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე წვერი კომპანიებით. საქართველოში შედარებით უკეთ არის განვითარებული ჯანმთელობის დაზღვევის მიმართულება, განსაკუთრებით დიდი პოტენციალს ვხედავთ ქონების დაზღვევის მიმართულებითაც. ამას ხელს შეუწყობს ქვეყანაში სხვადასხვა სახეობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება, პირველ რიგში რა თქმა უნდა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა. მთლიანობაში, მსგავსი ტიპის დაზღვევები ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება. საქართველოში სადაზღვევო ბაზარი წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდებოდა. სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის ამ სექტორის განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ამ ბაზრით ინვესტორების დაინტერესებასაც.“

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: „ვენის სადაზღვევო ჯგუფი ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტორია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე.

რამდენიმე წლის წინ 30 მლნ ლარის ინვესტიცია შემოვიტანეთ პირდაპირი ინვესტიციის სახით და ამ საქმიანობას დღესაც ვაგრძელებთ. გარდა ამისა, 2017 წლიდან დღემდე აქციონერების გადაწყვეტილებით ჩვენი კომპანიის კაპიტალის ზრდა ოთხჯერ განხორციელდა, ჯამში 20 მლნ ლარით და დღეისთვის 32 მლნ ლარს შეადგენს. კაპიტალის ზრდის გადაწყვეტილება იმის დემონსტრირებაა, რომ აქციონერებს სჯერათ საქართველოს სადაზღვევოზე ბაზარზე მიმდინარე რეფორმების და ჯიპიაი ჰოლდინგის, როგორც ლიდერის როლის შენარჩუნებისთვის მზად არიან ფინანსური და საექსპერტო მხარდაჭერა განახორციელონ. ჩვენი, როგორც ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი კომპანიის, მისია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არის, რომ შემოვიტანოთ სიახლეები და გამოვიყენოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც გვაძლევენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და შესაბამისად, ხელი შევუწყოთ ბაზრის განვითარებას. ამ როლს ძალიან წარმატებულად ვართმევთ თავს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი შეუძლებელია, თუ არ არსებობს ფინანსური მხარდაჭერა აქციონერების მხრიდან.“

ვენის სადაზღვევო ჯგუფი 200 წლიანი ისტორიით, ლიდერია აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ჯგუფი 25 ქვეყნის 50 სადაზღვევო კომპანიას აერთიანებს, მათ შორის არის „ჯიპიაი ჰოლდინგი“, რომელიც ჯგუფს 2006 წლიდან შეუერთდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები