მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VEON-მა სომხეთში "ბილაინის" ქსელი გაყიდა

5fb39f9ed5989
შოთა ტყეშელაშვილი
17.11.20 16:20
1031
VEON-მა სომხეთში ბილაინის მობილური ქსელი გაყიდა. ამის შესახებ განცხადება VEON-მა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. 

განცხადების თანახმად, VEON Armenia-ს მფლობელი გახდა კომპანია Team-ი, რომელმაც მობილური ოპერატორის აქტივები შეიძინა. 

VEON-ის განცხადებაში გარიგების კონკრეტული ღირებულება მითითებული არაა, თუმცა აღნიშნულია, რომ აქტივების გადაცემა მობილური ოპერატორის 2019 წლის ფინანსურ ანგარიშში არსებული კოეფიციენტის EV/EBITDA-ს 2.9-ზე ნამრავლის ღირებულებით მოხდა. 

VEON-ი მაჟორიტარულ წილს ფლობს ქართულ ბაზარზე მოქმედ "ბილაინის" ქსელშიც. 2019 წელს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა, რომ VEON-ს ქართული ბიზნესის გაყიდვის სურვილი ჰქონდა, თუმცა ამ განცხადებას 2019 წელსვე უპასუხა VEON-მა, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული მდგომარეობით, კომპანიის გაყიდვის წინადადება არ არსებობდა და კომპანია საკუთარი ქსელის განვითარებას განაგრძობდა. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები