მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ვერ გათვალეს რომ წყლის ნალექი შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი“ - რა ხდება რიკოთზე?

რიკოთი

რიკოთის ახალი გზა ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ძლიერი წვიმის შედეგად წყალი გზაზე ჩამოვიდა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს.

"საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის თქმით, პრობლემა, სავარაუდოდ, სანიაღვრე სისტემას უკავშირდება, რომელიც ძლიერი წვიმის დროს წყალს დროულად ვერ ატარებს.

“ქაღალდზე დახატული სქემებით არ უნდა ვიაროთ, სამწუხაროდ, რაღაცებს ვერ ვთვლით. უნიკალური შემთხვევაა რაც გაკეთდა რიკოთზე, ვგულისხმობ იმ 12 ბიჯიან დამცავ კედელს, მაგრამ ვერ გათვალეს რომ წყლის ნალექი შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მეტი. დიდი რაოდენობა მოდის და რა ვქნათ? ხალხი ამას უყურებს და საფრთხეს ხედავს. ამიტომ ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი მშენებლობის დროს, როცა კლიმატი ასე იცვლება, უფრო მეტი გათვლებია გასაკეთებელი.

ნალექი ძალიან დიდია და ზოლად წამოვიდა. წესით და რიგით ეს გათვლილია, მაგრამ დააკლო სიღრმე, რაც იყო საჭირო. ამას სჭირდება მონიტორინგი. გარემოს სამინისტრომ მოიფიქრა როგორც იქნა რომ ეს მონიტორინგის ჯგუფი გაეკეთებინა. თავიდან მივენდეთ აზიის განვითარების ბანკს, რომელსაც ჰყავდა თავისი ჯგუფი და ქართველები არ იყვნენ აქ. სამწუხაროდ ვერ გათვალეს რაღაცები, რადგან მერე დავიწყეთ გამაგრებები, როცა გზა დავაგეთ და მეწყერი წამოვიდა. კიდევ იქნება მსგავსი ფაქტები, იმიტომ რომ კიდევ აკლია დათვლა, ინჟინრები გვჭირდება ბევრი.

საშიში არ არის მე რასაც ვუყურებ, დაღრმავება აქვს, უბრალოდ რაღაც მონაკვეთზე სანიაღვრეს არ აქვს სიღრმე და ამიტომ მოდის ზოლად. უხვი ნალექის გამო უნდა იყოს უფრო ღრმა რომ ჩაიწრიტოს, რასაც ამ ეტაპზე ვერ ასწრებს.

აშკარად ჩანს, რომ ერთ დღეში ძალიან დიდი წვიმა მოდის, მე არ მახსოვს ამდენი ელჭექი ყოფილიყო თბილისში, რაც გუშინ ღამე, რაღაც იცვლება ბუნებაში და ეს აუცილებელია რომ გავთვალოთ კონსტრუქციებში.“ - განმარტა ჩხობაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები