მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვერ გავერკვიე, რა ხდება" - ირაკლი რუხაძე კორუფციის ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებზე

ირაკლი რუხაძე

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ ბოლომდე ვერ გაერკვია ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ კორუფციის ბრალდებით მიმდინარე დაკავებებში, თუმცა, აცხადებს, რომ ეს „ძალიან ცუდია“. ამის შესახებ მან განათლების საკითხებზე ბიზნესისა და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

კითხვაზე - რა სიგნალია ბიზნესისთვის ამდენი წელი ასეთი კორუფცია ხელისუფლების წარმომადგენლებში, რუხაძემ უპასუხა:

„მე ვერ გავერკვიე, ჯერჯერობით, რა ხდება. კარგად უნდა გავერკვიოთ რა ხდება. ვუსმენ და ვერ გავერკვიე, ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლომდე გავერკვიოთ... ძალიან ცუდია“.

ცნობისთვის, კორუფციის ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსნების ბოლო დაკავების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნიაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები