ვრჩებით იმ ღირებულებების ერთგული, რომელთა დასაცავადაც 2024 წლის გაზაფხულიდან ქუჩაში ვიბრძვით - ამის შესახებ განცხადებას სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“ ავრცელებს.
"ცხადია, ვერ გავიზიარებთ განწყობას იმ საშობაო ბაზრობაზე, სადაც ჩვენ თვალწინ ადამიანებს აშინებენ, დასდევენ და სასტიკად სცემენ. გვჯერა, რომ ესკის მომხარებელი ამ გადაწყვეტილებაში ჩვენთან ერთადაა, რადგან რაც მათთან გვაერთიანებს, სწორედ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობაა.
ჩვენი მხრივ, მადლობას გადავუხდით ყველა საშობაო ბაზრობის ორგანიზატორს, რომლებმაც მიიღეს გაუქმების გადაწყვეტილება.
ამ გარდამტეხ პერიოდში, სხვა გადაწყვეტილება წარმოუდგენელიცაა. წელს საშობაო ბაზრობის ნაცვლად ვიდგებით რუსთაველზე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.