ევროპის სახალხო პარტია გმობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, მათ შორის, ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილზე სასტიკ ძალადობას. ამის შესახებ პარტია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა.
“დროა, დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი და ყველა, ვინც მას ქართული დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება. ჩვენ ვერ მივატოვებთ ქართველების ახალ თაობას ამ ბრძოლაში”, - ნათქვამია სახალხო პარტიის განცხადებაში.