"საქართველოს აქვს ღია ეკონომიკა, ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენ თავს უფლებას რომ ჩავკეტოთ ადგილობრივი ბაზარი, რადგან ჩვენ გავხდებით მძევლები ადგილობრივი მეწარმეების“, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით დღეს ლარის კურსი ასახავს იმ მდგომარეობას რაც არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში.
"ჩვენ ხელს ვუწყობთ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს, და აუცილებლად ვიქნებით დამოკიდებული დოლარის პოზიციაზე. თუმცა დოლარზე დამოკიდებულების შემცირება არის ჩვენი სტრატეგია, ასევე ის რომ გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება. მთავრობას აქვს ინსტრუმენტები საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახდინოს სტაბილიზაცია, არა მახინჯი პროტექციონალიზმის გაძლიერებით, არამედ ადგილობრივი მეწარმეობის წახალისებით", - განაცხადა პრემიერმა.

























