სოფლის მეურნეობისმინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, უცხოელებისთვის საქართველოში მიწის შეძენაზე დაწესებული შეზღუდვა შემაფერხებელი ფაქტორი დარგისთვის არ ყოფილა. როგორც მინისტრმა გადაცემაში ბზნესკონტრაქტი განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი განმარტება გააკეთა იუსტიციის მინისტრმაც.
"მე ვერ ვიხსენებ ფაქტს, როდესაც რეალურად დაინტერესებული იყო ინვესტორი, რომელსაც რაიმე პროგრამა ან გეგმა ჰქონდა და მან მიწის შეძენა ან დარეგისტრირება ვერ მოახერხა. პირიქით, ჩემი აზრით, არიან უცხოელი ინვესტორები, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელბენ, თუმცა ეს შეზღუდული მასშტაბითაა და აქ ძალიან დიდი ციფრებზე საუბარი ვერ გვექნება",- განაცახდა დავითაშვილმა.

























