კომპანია "ვერა რეზიდენსი" ბიზნეს ასოციაციის რიგებს შეუერთდა. "ვერა რეზიდენსი" თბილისში ოპერირებს და მისი საქმიანობა დეველოპმენტს, ინვესტიციების მართვასა და სასტუმრო-სარესტორნო მიმართულებებს მოიცავს. ვერა რეზიდენსის პორტფელში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია ვერის უბანში მდებარე სასტუმრო Castor & Pollux, რომელიც უკვე მეორე წელია ბაზარზეა და ინფრასტრუქტურის გაფართოებას, მათ შორის სპა და გამაჯანსაღებელი სივრცეების დამატებას გეგმავს.
სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი ქორიძე - "ვერა რეზიდენსი", დამფუძნებელი


































