„ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინის დარჩენილი დოზების ვადიანობასა და გამოყენებას შეეხებოდა.
მინისტრის ინფორმაციით, დღეისთვის AstraZeneca-ს გაკეთების სურვილს სათანადო რაოდენობის მოქალაქე გამოხატავს.
„ვაქცინას ვადა მაისის ბოლომდე აქვს. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ვაქცინებს საკმაოდ მოკლე შენახვის ვადა აქვს და რეგისტრაციაზე აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეისათვის 10 000 დასარეგისტრირებელი ვაქცინა გვაქვს და ვთვლით, რომ 1 თვის მანძილზე მოქალაქეების იმ რაოდენობასთან მიმართებით, ვინც ამ ვაქცინის მიმართ ინტერესი დააფიქსირა, ეს დოზები სრულიად ათვისებადია და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.



























