მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვერანაირი ქონება ვერ დაუდგება იმ ღირებულებებს, რაც თავისუფლებას ჩაანაცვლებს” - კახა ხაზარაძე ბიზნესს მიმართავს

კახა ხაზარაძე

ბიზნესის წარმომადგენლები იმ ეფექტებზე საუბრობენ, რაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ბიზნეს და საინვესტიციო გარემო უკვე ჰქონდა. ICR -ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ინვესტორები პროექტების განვითარებისგან თავს იკავებენ და შეშფოთებულები არიან მიმდინარე მოვლენებით.

მისი შეფასებით, რუსული კანონის მიღებით ქვეყანა დაკარგავს საქართველოს დემოკრატიისთვის აუცილებელ თავისუფალ მედიას და სამოქალაქო სექტორს, რაც ქვეყანას წარსულში დააბრუნებს.

“მე ყველაზე მეტად განვიცდი, და ეს სულ ვცდილობ ხოლმე, რომ ამაზე ვისაუბრო, პირველ რიგში, მე ვთვლი, რომ მათ შორის ეს ჩემი ბრალიც არის, იმიტომ რომ ჩვენს თაობას უნდა გაგვეკეთებინა ამის პრევენცია, და დღეს ჩვენი შვილები არ უნდა იდგნენ და არ უნდა იცავდნენ თავისუფლებას. ნუ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მე ვდგავარ მათთან ერთად, ჩემს შვილებთან ერთად.

30 წელი, რაც მე ვიღვაწე ამ ქვეყანაში, ვალდებულება მაქვს ოჯახის და ქვეყნის მიმართ. ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ. მეკითხებიან ხოლმე, ამ განცხადებებს, რომ აკეთებ არ გეშინიაო. ვეუბნები, მეშინია თავისუფლების დაკარგვის. თავისუფლებას თუ კარგავ, შენი 30 წლის ისტორიაც იშლება, ვერანაირი ქონება ვერ დაუდგება იმ ღირებულებებს რომელიც, თავისუფლებას ჩაანაცვლებს,”- ამბობს კახა ხაზარაძე.

ICR-ის დამფუძნებელი ბიზნესს მოუწოდეს მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე, რადგან ამ პროცესებს აუცილებლად ექნება გავლენა მათ ბიზნეს საქმიანობაზეც.

“მოვუწოდებ ბიზნესს, რომელიც რაღაც მიზეზის გამო მაინც ცდილობდა და რომ არ ესაუბრა რაღაც თემებზე, მაგრამ დღეს ის ბიზნესი, რომელსაც მაგათ ჰგონიათ, რომ ხვალ იმუშავებს ექნებათ, დარჩებათ ჩამოშლილი.

ყველაზე მთავარი, დღეს არის მომენტი, რომელ მხარეს დგახარ. მხარე არ არის პოლიტიკური პარტია. შენ დგახარ შენი შვილების და ქვეყნის მომავლის მხარეს, თუ მიაქანებ ქვეყანას უკან წარსულში,”-ამბობს კახა ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები