მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს კულტურულ ღონისძიებებს" - კალაძე თბილისში დაგეგმილ უფასო კონცერტებზე

626aca11590a0
ალა ისპირიანი
28.04.22 21:08
1127
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, "ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს კულტურულ ღონისძიებებს", რომელიც მერიას აქვს დაგეგმილი. საუბარია თბილისის მთავრობის პროექტზე, "თბილისის ცის ქვეშ", რომელიც პანდემიის გამო იყო შეჩერებული, რამდენიმე დღის წინ კი დაანონსდა, რომ აღდგომის შემდეგ განახლდებოდა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნული ღონისძიებებისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული იყო, თუმცა კონკრეტულად რა უჯდება მერიას კონცერტები, ჯერჯერობით დედაქალაქის მერს პასუხი არ აქვს.

"ორი წლის განმავლობაში პანდემიის გამო ასეთი აქტივობები დროებით შეჩერებული იყო, თუმცა დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ სხვადასხვა კულტურული ღონისძიება განვახორციელოთ. კონცერტებში მონაწილეობას ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ.

რა დაჯდება, ზუსტად გამიჭირდება ამაზე საუბარი. მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და ცნობილი იქნება, როდესაც პროექტის განხორციელება დაიწყება", - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები