მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურები სისტემატურად იწმინდება - მერია

ვერე
28.05.24 18:11
164

თბილისის მერიის განცხადებით, ვერეს ხეობაში 2015 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ მოწყობილი ნატანდამჭერი ცხაურის სისტემატურად მოწმდება და სუფთავდება.

ცხაურების გაწმენდის სამუშაოებს დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნული ცხაურები 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ იქნა დაყენებული. ჩვენ სისტემატურად ვწმენდთ მათ, რომ ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნას. აღნიშნული სამუშაოები უხვი ნალექის მოსვლამდეც ჩავატარეთ. ბოლო დღეებში, ძლიერი წვიმის დროს, დედაქალაქში ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა, თითქოს ადიდებული იყო მდინარე ვერე. ჩვენ ვაკვირდებით მდინარის კალაპოტის ცვლილებას და ვატარებთ შესაბამის ღონისძიებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საკრებულოს წევრები ავთანდილ ცინცაძე, ოთარ გრიგოლია და თინათინ ნიბლოშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები