მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

VeriJet Airlines-ი გაკოტრდა

verijet

ამერიკული ავიაკომპანია VeriJet Airlines-ი ოფიციალურად გაკოტრდა. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, დაგროვილი ვალის მოცულობა $39 მილიონს აღწევს, რომლის გასტუმრება VeriJet-ს არ შეუძლია, რაც ტექნიკურ დეფოლტს ნიშნავს.

როგორც ცნობილია, კომპანიამ სასამართლოს კანონმდებლობის მე-7 თავით გაკოტრების გამოცხადების უფლებით მიმართა, რაც მენეჯმენტს VeriJet-ის აქტივების ლიკვიდაციის და მიღებული თანხით ვალდებულებების ნაწილის გასტუმრების შესაძლებლობას მისცემს.

VeriJet-ის გაკოტრება სექტემბერში კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის, რიჩარდ კეინის სიკვდილს უკავშირდება, რის შემდეგ, ინვესტორებმა კომპანიის მენეჯმენტის მიმართ ნდობა დაკარგეს და მალევე ის გაკოტრებამდეც მივიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები