ვერის ბაღს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება
დედაქალაქის მერია ვერის ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს. მუნიციპალიტეტმა ბაღის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის მიზით ტენდერი გამოაცხადა, რაშიც 215 ათასი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. პროექტირების პროცესში მერია რამდენიმე აუცილებელი დეტალის გათვალისწინებას ითხოვს. კერძოდ, ბაღი ისე უნდა დაპროექტდეს, რომ მან მნიშვნელოვანი სახეცვლილება არ განიცადოს, ამასთან მოეწყოს ცალ-ცალკე ზონები, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და ხანში შესული ადამიანებისთვის, პარკი ადაპტირებული უნდა გახდეს შშმ პირებისთვისაც. ბაღში უნდა გაკეთდეს 2 სპორტული სივრცე, 3 საბავშვო სივრცე, ძაღლების სასეირნო სივრცე და ერთი საპიკნიკე არეალი. ვერის ბაღში ასევე უნდა მოეწყოს დამატებითი ბილიკები და ღამის განათება. მთლიანობაში ვერის ბაღის ფართობი 39 ათასი კვ.მ-ია.