მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვერის პარკის რეაბილიტაციაზე 29.3 მილიონი ლარი დაიხარჯება - როგორი იქნება განახლებული პარკი

ვერის პარკი

თბილისის მერია ვერის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს - შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში დღეს გამოქვეყნდა. პროექტის ღირებულება 29.3 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის თანახმად, 2024 წელს 10 მილიონი ლარი, 2025 წელს კი 19.3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ტენდერში კომპანიებს წინადადებების წარდგენა 14-19 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ.

"საპროექტო წინადადება ითვალისწინებს პარკის ამ მონაკვეთში სივრცის იმგვარად გადაგეგმარებას, რომ ერთის მხრივ შენარჩუნდეს არსებული ხეები, ხოლო მეორეს მხრივ, უხეში გეომეტრიული ფორმების შერბილებით და მოწესრიგებით მოხდეს შესასვლელი ნაწილის ქვედა და ზედა დონეების უკეთ ორგანიზება. ძირითადი კომპოზიცია მცირე ზომის ამფითეატრის ფორმის მოცულობაა, რომელზეც მოწყობილ დიდი ზომის საფეხურებს ექნება ჩამოსაჯდომი ფუნქცია და ამავე საფეხურებში ინტეგრირებული იქნება ჩასასავლელ-ამოსასვლელი კიბეები, იქ, სადაც ახლა არის განთავსებული. ამფითეატრის ცენტრში კი განლაგებული იქნება ყვავილნარი, რომელიც იქ არსებული სასტუმრო ,,მუზის'' წინ არსებულ ფერდთან ერთიანობაში იქნება გააზრებული. ამფითეატრის შექმნა დამატებით
საჯარო-„სალაყბო“ სივრცეს ქმნის პარკში მიმავალი თუ იქიდან გამომავალი ადამიანებისათვის. ის ასევე დაეხმარება მიწისქვეშა სავაჭრო სივრცეში დაკავებული ადამიანების მოკლევადიან რელაქსაციას მძიმე სამუშაო პირობებისგან. ამგვარი გადაწყვეტა უფრო დასრულებულ, ლოგიკურ სახეს მისცემს პარკის შესასვლელ-გამოსასვლელს. ამ მხრიდან შესასვლელში ასევე გათვალისწინებულია არსებული ბილიკების მცირე გადაგეგმარება (არსებული ხეების მოუჭრელად) რაც გააუმჯობესებს პარკში შემოსვლას ნიკოლაძის ქუჩის მხრიდან და უფრო წარმოაჩენს ექვთიმე თაყაიშვილის ქანდაკებას,"- ნათქვამია საპროექტო აღწერაში.

როგორი იქნება ვერის პარკი - პროექტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები