მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Verizon-მა 15,000 თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა

verizon

ამერიკულმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა, Verizon-მა ბიზნესის რესტრუქტურიზაცია და სამსახურიდან 15,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა.

კომპანიის ახალი დირექტორის, დენ შულმანის განცხადებით, კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, რაც დეპარტამენტების გაერთიანებას, AI-ხელსაწყოების დანერგვას და პროცესების ავტომატიზაციას მოიაზრებს.

ექსპერტების შეფასებით, სამუშაო ძალის შემცირება პირდაპირ კავშირშია ბაზარზე კონკურენტების გააქტიურებასთან და Verizon-ის მოგების მარჟის შემცირებასთან, რაც ინვესტორების უკმაყოფილებას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები