„ეს არის კლასიკური ადმინისტრაციული რესურსის გამოიყენა“ - ასე უწოდა, საქართველოს ეროვნული ბანკის, ექს-პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ "ქართული ოცნების" დღევანდელ აქციას, რომელსაც თავად მმართველმა ძალამ საერთო სახალხო შეკრება უწოდა.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, „ქართული ოცნება უნდა იყოს ბოლო ხელისუფლება, ვინც საჯარო მოხელეებს, ამას გაუბედავს.
„არ უნდა გავბრაზდეთ იმ ხალხზე, ვინც დღეს ვნახეთ ჩამოყვანილი რეგიონებიდან, რადგან ეს არის კლასიკური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საერთოდ არავინ არაფერი რომ არ იცოდეს, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენს რეგიონებში ისე ულხინს ხალხს რომ მზად არიან 3-3 საათი მარშუტკებით წამოვიდეს მოვიდეს დემონსტრაციაზე რომელიც არაფერს არ იძლევა და მერე ასეთი მოლხენილი უკან წავიდეს. ასეთი დალხენილი ცხოვრებაა ჩვენს რეგიონებში? ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ რომ ქართული ოცნება იყოს ბოლო ხელისუფლება ვინც გაბედავს და ასე იძალადებს ამ ხალხზე, ეს უნდა იყოს ბოლო ხელისუფლება რომელიც თავის თავს უფლებას მისცემს საჯარო მოხელეებს და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულებს ასეთი რამე გაუკეთოს. რაც შეეხება ბიზნესის განცხადებებს , ეს არის მხოლოდ რიგი ბიზნესმენების განცხადებები, იმიტომ რომ უამრავი მეწარმე და ბიზნესმენი გუშინ, გუშინწინ რუსთაველზე იდგა“, - თქვა მან.