საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ვერცხლის ფასი მკვეთრად იზრდება და წლის დასაწყისიდან დღემდე მატების მაჩვენებელი 35%-ია, რაც ოქროს 28%-იან შედეგსაც აჭარბებს.
ამჟამად 1 კილოგრამი ვერცხლის ფასი ბირჟაზე 1,256 დოლარს შეადგენს, რაც 2011 წლის შემდეგ დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია.
ვერცხლის მკვეთრი გაძვირება პირდაპირ კავშირშია ბირჟაზე ოქროს ფასის ზრდასთან, რომელიც ამჟამად რეკორდულ ნიშნულთან საკმაოდ ახლოს იმყოფება.
საერთო ჯამში, ძვირფასი მეტალების აღმასვლას გეოპოლიტიკური რისკების ზრდა, მსოფლიოში არსებული გაურკვევლობა, სატარიფო ომის გამწვავების საფრთხე და მიმდინარე კონფლიქტები განაპირობებს.




























