მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვესაუბრე დონალდ ტრამპს. განვიხილეთ სტამბოლის შეხვედრა - ვოლოდიმირ ზელენსკი

დდს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს ესაუბრა.

ზელენსკი, რომელიც ტირანაში, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ ტრამპს მაკრონის, მერცის, სტარმეტის და ტუსკის თანდასწრებით ესაუბრა, თემა კი სტამბოლის შეხვედრა იყო.

"ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პრეზიდენტ მაკრონთან, ფედერალურ კანცლერ მერცთან, პრემიერ მინისტრებთან სტარმერთან და ტუსკთან ერთად. ჩვენ განვიხილეთ სტამბოლის შეხვედრა. უკრაინა მზადაა გადადგას რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯები რეალური მშვიდობის დასამყარებლად და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ მტკიცე პოზიცია დაიკავოს. ჩვენი პოზიცია - თუ რუსები უარს იტყვიან ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტაზე და მკვლელობებზე, მკაცრი სანქციები უნდა მოჰყვეს. რუსეთზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს მანამ, სანამ რუსეთი არ იქნება მზად ომის დასასრულებლად. მადლობა ყველას მსოფლიოში ვინც გვეხმარება", - დაწერა ზელენსკიმ.

სტამბოლში, უკრაინის და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრა დასრულდა. ის 2 საათზე ნაკლებს გაგრძელდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული მხარე რუსულ დელეგაციას თარჯიმნის მეშვეობით ესაუბრა. ეს პირველი პირდაპირი მოლაპარაკებაა კიევსა და მოსკოვს შორის 2022 წლის შემდეგ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა წამოაყენა "არარეალური" მოთხოვნები, რომლებიც სცილდება "ყველაფერს, რაც კი ოდესმე განიხილებოდა". ზოგიერთი მოთხოვნა მოიცავს უკრაინის ჯარების გაყვანას საკუთარი ტერიტორიიდან, როგორც ცეცხლის შეწყვეტის პირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები