მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

vetapp - აპლიკაცია, რომელიც ცხოველის ვეტერინარული პასპორტის სმარტფონში ინტეგრირებას გულისხმობს

6159da87d1edc
მარიამ იზორია
03.10.21 22:58
2586
Vetapp-ი GITA-ს 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. აპლიკაცია შინაური ცხოველის ვეტერინარული პასპორტისა და შინაური ცხოველის სრული ჯანმრთელობის ისტორიის ინტეგრირებას მოიაზრებს.

აპლიკაციას ასევე აქვს შეხსენების ფუნქცია, რაც საშუალებას იძლევა, შინაური ცხოველის მეპატრონეს საჭირო ვეტერინარული პროცედურის თარიღი შეახსენოს; ამავდროულად აჩვენებს კონკრეტული წამლის მიღების დროს და ხანგრძლივობას, რომელიც ვეტერინარმა დაუნიშნა.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის პირველადი ვერსია უკვე მზად არის და ტესტირებას გადის. პლატფორმა სრულად სატესტო რეჟიმის გავლის შემდეგ გაეშვება.

როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი სანდრო ბესტავაშვილი bm.ge-სთან ყვება, GITA-ს 100 000-ლარიან გრანტს განვითარებისთვის, გეოგრაფიული გაფართოებისა და მარკეტინგული სერვისებისთვის გამოიყენებენ.

„სტარტაპი ოთხმა ადამიანმა დავაფუძნეთ, პროექტი საკმაოდ მაშტაბურია და ჩვენი მიზანია, მსოფლიო ბაზარზე გავიდეთ. ჩვენი გუნდის ყველა წევრს გვყოლია შინაური ცხოველი და მოგეხსენებათ, ვეტერინარული პასპორტი აუცილებელია. ამის მიუხედავად, ვიზიტისას ხშირად დაგვრჩენია ან ჩვენ ოთხფეხა მეგობარს დაუღეჭავს და ეს ინფორმაცია დაკარგულა, ქაღალდის პასპორტში საკმაოდ მწირი ინფორმაცია და პროცედურები იწერება შინაურ ცხოველებზე, შესაბამისად, ეს იდეაც ამ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით გაჩნდა; ამავდროულად, ეს ხელს შეუწყობს სფეროს დიჯიტალიზაციას და სერვისს საგრძნობლად ააჩქარებს“, - ამბობს Vetapp-ის თანადამფუძნებელი.

სანდრო ბესტავაშვილი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სტარტაპის მიზანია, Vetapp-ი ყველა ქვეყანაში უნივერსალური, ვალიდური პასპორტი გახდეს და ადამიანებმა შინაური ცხოველების ნებისმიერ ქვეყანაში წაყვანა ამ აპლიკაციით შეძლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები