მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვეტერანებისთვის საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი დაწესდება

5b3b7a0652604
BM.GE
03.07.18 17:28
850
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის. კანონპროექტის მიზანია დასაქმებული, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებისათვის საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის დაწესება. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტის მიღებით, ხელი შეეწყობა სახელმწიფოს მიერ ვეტერანთა ღვაწლის და დამსახურების აღიარებას და მათი ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილებებით, უზრუნველყოფილი იქნება ვეტერანთა შორის დასაქმების წახალისება, რაც ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველთა კატეგორიიდან ვეტერანთა სამუშაო ძალად ჩამოყალიბებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები