ვეტერინარული პრეპარატის შეფუთვაზე მონაცემების ქართულად მითითების ვალდებულება ამოქმედდა.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის №345 დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საბოლოო მომხმარებლისთვის განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატის პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე მითითებული მონაცემები უნდა იყოს ქართულ ენაზე.
"იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატის პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე მითითებული მონაცემები არ არის ქართულ ენაზე, საბოლოო მომხმარებელს, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ქართულ ენაზე, ანოტაციის (ჩანართი ფურცლის) სახით ან სხვა ალტერნატიული საშუალებით", - აღნიშნულია ცვლილებაში.
დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.