მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VETO-ს დაძლევის პროცედურები - ლევან ალაფიშვილი საქმიან დილაში

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაითვალისწინა. შედეგად, გუშინდელ კომიტეტზე პარლამენტის 14 მაისის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციას კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

საკითხი შემდგომი განხილვისთვის პარლამენტის სხდომაზე გაიგზავნა. რეგლამენტის თანახმად, საკითხი კომიტეტზე კენჭისყრის შედეგების მიუხედავად, პლენარულ სხდომაზე განსახილველად გავა, რომელიც დღეს 12 სთ-ზეა ჩანიშნული. პროცედურების თანახმად ჯერ კენჭს უყრიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, მისი ჩაგდების შემთხვევაში კი კიდევ ერთ კენჭისყრაზე ხმის მიცემაა აუცილებელი, რისთვისაც არანაკლებ 76 მომხმარეა საჭირო.

თუ კანონპროექტი პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრისას ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იგი უარყოფილად ითვლება.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს დოკუმენტის ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან კანონს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული აქვს, რომ ვეტოს დაძლევას აპირებს. რა სამართლებრივი გზები რჩება პროცედურების გასავლელად?

სტუმარი: ლევან ალაფიშვილი - იურისტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები