მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეცადეთ, გამოგვეხატა ტოლერანტობა. ჩვენი მიზანი, არც ერთი რელიგიური ჯგუფის შეურაცხყოფა არ ყოფილა - ოლიმპიადის ორგანიზატორები

საქართველო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 2024

ვეცადეთ, გამოგვეხატა ტოლერანტობა. ჩვენი მიზანი, არც ერთი რელიგიური ჯგუფის შეურაცხყოფა არ ყოფილა - პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს, რადგან ღონისძიების ერთ-ერთმა სეგმენტმა, სახელწოდებით „დღესასწაული”, რომელიც მაგიდასთან მსხდომი მოცეკვავეთა ჯგუფით გაიხსნა, საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.

როიტერის ცნობით, გახსნის ცერემონიის სამხატვრო ხელმძღვანელის, თომას ჯოლის განცხადებით, რელიგიის შეურაცხყოფა არასდროს ყოფილა მისი განზრახვა.

„ჩვენ გვსურდა მრავალფეროვნებაზე საუბარი. მრავალფეროვნება ნიშნავს ერთად ყოფნას“,- აღნიშნა ჯოლიმ.

„არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი, რომ უპატივცემულობა გამოგვეხატა რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ. გახსნის ცერემონიით ვეცადეთ, გამოგვეხატა ტოლერანტობა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზანი მიღწეულია. ადამიანებმა ეს შეურაცხმყოფლად თუ მიიღეს, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ“,- განაცხადა პარიზის ოლიმპიადის პრესსპიკერმა, ენ დეკამპმა.

ორგანიზატორები წერენ, რომ საფრანგეთს, მიუხედავად იმისა, რომ ამაყობს თავისი მდიდარი კათოლიკური მემკვიდრეობით, ასევე აქვს სეკულარიზმისა და ანტიკლერიკალიზმის ხანგრძლივი ტრადიცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები