მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვეცდებით, მინიმალური ლიმიტი დავიჭიროთ და ფასების ზრდაზე არ იყოს ძალიან დიდი წნეხი - გიორგი სვანიძე

გიორგი სვანიძე

იმედია, რომ დიზელისა და ბენზინის ფასის ზრდა ფასებზე ძალიან არ იმოქმედებს - ამის შესახებ BMG-სთან „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი გიორგი სვანიძე საუბრობს. მისი თქმით, საწვავის გაძვირებისა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გათვალისწინებით, კომპანიას ხარჯები გაეზარდა.

„საოპერაციო ხარჯები ცოტა გაიზარდა, რაც, საწვავის ფასის ზრდამ გამოიწვია. ტექნიკა იქნება თუ ტრაქტორი, ყველაფერი საწვავს მოიხმარს და შესაბამისად, ხარჯები გაგვეზარდა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მალე დარეგულირდება“ - ამბობს გიორგი სვანიძე.

ხარჯების ზრდის შედეგად, გაიზრდება თუ არა პროდუქციის ფასები, ბიზნესმენი პასუხობს, რომ გაძვირება, შესაძლოა, მინიმალური იყოს.

„ფერმერი და ნებისმიერი ადამიანი, ბიზნესმენი იმისთვის მუშაობს, რომ მოგება ჰქონდეს და რაღაცა შემოსავალი ჰქონდეს. ვეცდებით, რომ მინიმალური ლიმიტი დავიჭიროთ და ფასების ზრდაზე არ იყოს ძალიან დიდი წნეხი“ - აცხადებს სვანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები