მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, აიხსნა პურის ფასის მატების ძირითადი მიზეზები"

5c10f132ca044
სალომე მეცხვარიშვილი
12.12.18 15:34
480
“არანაირი ადმინისტრაციული მეთოდით დღეს საქართველოში რომელიმე პროდუქტზე ფასის რეგულირება ნამდვილად არ ხდება”,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს.

ასე ეხმაურება ის ბოლო პერიოდში პურის გაძვირებას და პრემიერის დავალებას, რომ შესაბამისი უწყებები ამ საკითხით დაინტერესდნენ.

„ვფიქრობ, აიხსნა პურის ფასის მატების ძირითადი მიზეზები და ეს იყო ძირითადად ეკონომიკური ფაქტორები. ბუნებრივია, კონკურენციის სააგენტოს ექნება თავისი შესწავლის შედეგები ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ რომელიმე მიმართულებით დაფიქსირდება არაკეთილსინდისიერი მოქმედების ფაქტები, ბუნებრივია, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ადმინისტრაციული მეთოდით დღეს პურის ფასზე გავლენები არ ხდება და ეკონომიკური ფაქტორების ის მთავარი, რის გამოც მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილება. თუმცა, ეს იყო მხოლოდ ერთი კომპანიის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია და ზოგადად მთლიანობაში, ალბათ სექტორში ესე მწვავედ საკითხი არ დგას”,- აცხადებს ლექვინაძე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები