"ვფიქრობ, ახალმა პარლამენტმა უნდა დაიწყოს მსჯელობა, სატესტო რეჟიმში, არჩევნებზე ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის დანერგვაზე", - ამის შესახებ ფინანსისტმა რემი ურუმაშვილმა „საქმიანი დილა“-ს ეთერში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ბლოკჩეინზე ინფორმაციების შენახვა, აღრიცხვა და ოპერაციების ჩატარება არის 10 000-ჯერ უფრო უსაფრთხო, ვიდრე ერთადაღებულიYahoo-ს და Google-ის დაცული სისტემები. ეს არის სისტემა, რომელიც ჯერ არავის გაუტეხია და არის ყველაზე მდგრადი.
"ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის დანერგვის წინაპირობა ევროპარლამენტში უკვე არის. ეს რომ აქტუალური არ იყოს ევროპარლამენტარები ამაზე არ ისაუბრებდნენ.
თუ ჩვენ გავბედავთ და თუნდაც სატესტო რეჟიმში, 1 უბანში, ან 1 ქალაქში ან 1 რაიონში, ადგილობრივ ან საპრეზიდენტო არჩევნებზე, შემოვიტანთ ელექტრონული არჩევნების წანამძღვრებს, დამერწმუნეთ რომ ეს იქნება ყველაზე უსაფრთხო და არჩევნების დამთავრებიდან 1 წუთში ცნობილი იქნება თუ ვინ არის გამარჯვებული და შედეგების გაყალბებაში ეჭვს ვერ შეიტანს ვერავინ, ვინაიდან ეს არის ფაქტობრივად შეუძლებელი. რადგანაც თუ გინდა ამ სისტემაში გააყალბო ინფორმაცია მინიმუმ 100 000 კომპიუტერთან უნდა გქონდეს წვდომა, გატეხო და შეხვიდე, გახსნა ბაზები, რაც არის შეუძლებელი და არის ფანტაზიის სფერო მგონია, რომ აუცილებელია, რომ ახალმა პარლამენტმა დაიწყოს მსჯელობა, რაღაც კომპონენტის საპილოტე ვერსიის შეთავაზებაზე, რომ ჩვენ ვიყოთ პირველები", - აღნიშნა ურუმაშვილმა.

























