ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი სააგენტო Euroscope-თან ინტერვიუში ამბობს, რომ "ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ პოლიტიკური განცხადებები და გაფრთხილებები ამოწურა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა.
"საქართველო იქცა პოლიტპატიმრების ქვეყნად. საქართველოს დღევანდელ მთავრობას ქვეყანა ცივილური სამყაროსკენ არ მიჰყავს. ვერ ვხედავ დღევანდელ საქართველოს ევროკავშირში. არ არსებობს არგუმენტი რატომ არიან პოლიტიკური ლიდერები ციხეში. ამ დროს მთავრობა ცდილობს რაღაც დიალოგს ევროკავშირთან, ეს გამორიცხულია. ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადებები პოტენციალი ამოვწურეთ და დავასრულეთ ყველანაირი გაფრთხილება მთავრობის მიმართ. ახლა მოქმედებების დროა. სამწუხაროა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ზოგიერთი ნაბიჯი შესაძლოა ძალიან მტკივნეული იყოს და შეეხება არამხოლოდ მთავრობის მაღალჩინოსნებს და მათ ვინც დასავლეთს აკრიტიკებს, არამედ ხალხსაც. მაგალითად უვიზო რეჟიმი. უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირის ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებები, საშუალებას იძლევა გარკვეული დროის განმავლობაში გავყინოთ უვიზო მიმოსვლა. ვფიქრობ რომ ამის დროა. "ქართული ოცნების" პოლიტიკოსთა ნიღბები ჩამოხსნილია, ვიცით ვისთან გვაქვს საქმე. ამიტომ დროა ვიმოქმედოთ", - ამბობს ევროპარლამენტარი.




























