მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვფიქრობ, ეს არის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც დღესაც არის, გუშინაც იყო და მჯერა, რომ ხვალაც იქნება"

5b59c04c89fc1
თელარა გელანტია
26.07.18 16:18
535
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკო პროკურატურაში ყოფილი მინისტრების გამოკითხვას ეხმაურება.

მინისტრი არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ყოფილი მინისტრების გამოკითხვა კვირიკაშვილის გუნდთან „პოლიტიკურ ბრძოლას“ ნიშნავს.

„არ ვფიქრობ, რომ ეს არის კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ღიად შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი მინისტრი და სამინისტროს მენეჯმენტი ყოველთვის თანამშრომლობს საგამოძიებო თუ სამართალდამცავ ორგანოებთან იმ საკითხებზე, რომელიც მისი მართვის ქვეშ არის. თვითონ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომ საკითხების დიდი ნაწილი, რაზეც ის გამოკითხვაზე იყო დაბარებული, შეეხებოდა მისი მინისტრობის დროს მის მიერვე გადაგზავნილ მასალებს. ვფიქრობ, რომ ეს არის არა ბრძოლა კვირიკაშვილის გუნდის წინააღმდეგ, არამედ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც დღესაც არის, გუშინაც იყო და მჯერა, რომ ხვალაც იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები