მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, მოსახლეობის 35-37%-ის აცრის შემდეგ, მანდატორიზმის მექანიზმების გამოყენება დაგვჭირდება - გამყრელიძე

6177bc498b2d0
ინგა მურუსიძე
26.10.21 13:37
446
„ვფიქრობ, მოსახლეობის 40%-ის აცრის შემდეგ, მანდატორიზმის მექანიზმების გამოყენება დაგვჭირდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს NCDC-მ უწყებათშორისი საბჭოს სამდივნოს ე.წ. "მწვანე პასპორტების" დამუშავებული პაკეტი წარუდგინა, რომელსაც ის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს. 

„ჩვენთან ძირითადი დისკუსია ამაზე მიდის ანუ რა ტიპის „მწვანე პასპორტის“ ჩარჩო იქნას ქვეყანაში შემოღებული. ყველა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ისრაელში, საჭირო გახდა დამატებითი მექანიზმების შემოტანა ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად. ჩვენი ზღვარი, როცა მექანიზმები შეიძლება დაგვჭირდეს, იქნება ალბათ მოზრდილი მოსახლეობის 35-37%-ის ვაქცინაცია. ვფიქრობ, ამის შემდეგ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, NCDC-ს ხელმძღვანელმა "მწვანე პასპორტის" არსი კიდევ ერთხელ განმარტა - მისი დანერგვის შემთხვევაში, მოქალაქეებმა საჯარო სივრცეებში უნდა წარადგინოს სრულად აცრის საბუთი ან ნეგატიური PCR/სწრაფი ტესტის პასუხი ან ბოლო 3 თვის განმავლობაში covid-ის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები