მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს პროექტზე აქტიური მუშაობა დაიწყება"

58528914a65ff
დავით ჯალაღონია
15.12.16 16:13
1731
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძის ვარაუდით, ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნაზე აქტიური მუშაობა მომავალი წლიდან დაიწყება.
როგორც საგანელიძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, სააგენტოს ჩამოსაყალიბებლად კანონპროექტი შემუშავებულია და დეტალები გავლილია მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე.

"მთავრობა საბოლოო ვარიანტს პარლამენტს გადასცემს და შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ ამ სააგენტოს შექმნის შესახებ კანონი უნდა მიიღოს. გათვალისწინებულია, რომ სააგენტო საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია იქნება. მე ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან ამ პროექტზე აქტიური მუშაობა დაიწყება", - განაცხადა საგანელიძემ თუმცა კონკრეტული ვადები არ დააკონკრეტა, თუ როდის დასრულდება სააგენტოს ფორმირება.

"ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმ პროდუქციის წარმოებაზე, რომელსაც მაქსიმალური საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. თავისთავად ცხადია, კომპანიებს ამ მხრივ ბევრი სირთულე აქვთ და სააგენტოს ამოცანაც მათ გადალახვაში დახმარებაა", - აღნიშნა საგანელიძემ.

რაც შეეხება იმ პროდუქტებს, რომელთა ექსპორტზე გასატანადაც ახალი უწყება იმუშავებს, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, თავდაპირველად აქცენტი აგრარულ პროდუქციაზე გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნა 2015 წლის აპრილში დაანონსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები