მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, შემოდგომის დასაწყისში შესაძლოა გარკვეული პიკი იყოს - გამყრელიძე

62cfd471d1264
თათია ჩაფიჩაძე
14.07.22 12:55
731
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 154 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც bmg-sთან ინტერვიუში დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, Covid-ის დღიური შემთხვევების რაოდენობა 1 000-sს აღწევს, თუმცა მათი უმრავლესობა მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და მეშვიდე ტალღის პიკი, სავარაუდოდ, შემოდგომის დასაწყისში იქნება.

კითხვაზე - დაწესდება თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვები, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ ვირუსის მართვის პრინციპები შეცვლილია და ის რაიმე ფორმის ჩაკეტვებს აღარ საჭიროებს.

„ბოლო 3 კვირის განმავლობაში კოვიდის სტატისტიკა ჩვენთან მზარდია, მაგრამ საქართველო გამონაკლისი არ არის. მზარდი სტატისტიკაა მსოფლიოში, სადაც დღიური შემთხვევები მილიონს აღწევს, ჩვენთან ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 1 000-ს მიუხალოვდა. ცირკულირებს უმეტესად იგივე შტამი, რაც ევროპაში, ეს არის ომიკრონის B.A.4 და B.A.5, რომელიც ხასიათდება უფრო მეტი გადამდებლობით, მაგრამ საბედნიეროდ, არ იზრდება სიკვდილიანობა და არ არის დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორზე. როგორც ჩანს, ეს შტამი მსუბუქია და ნაკლები გართულებებით ხასიათდება.

გიდასტურებთ, რომ ორმაგდება ინფიცირება კვირიდან კვირამდე, მაგრამ მატების პროცენტი მცირდება, წია კვირას თუ იყო 150%-იანი მატება, ახლა იყო 150-120%.

ზრდა გვექნება, ტალღას დავარქმევთ თუ სხვა სახელს, ზრდა იქნება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ნახტომისებრი და მიმდინარეობა არ უნდა იყოს მძიმე.

როდის დაიწყებს შემცირებას მეშვიდე ტალღა, დღეს ამის პროგნოზს ვერავინ აკეთებს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ შემოდგომის დასაწყისში გარკვეული პიკი, შესაძლოა, იყოს. მერე როგორ განვითარდება, რა მუტაციები მოხდება, ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა. მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ წავალთ იმ სცენარით, რითაც ახლა მივდივართ, ნელ-ნელა დაიწყებს ის შესუსტებას და გადაიქცევა რესპირაციულ ვირუსად; იდეალური სცენარია, რომ ძალიან შესუსტდება და ჩვეულებრივ სურდოდ გადაიქცევა და მერე ყველაზე ცუდი სცენარი, როცა ჰიბრიდული შტამი წარმოიქმნება, მაგრამ ამის ალბათობა ნაკლებია.

ვფიქრობთ,  ვირუსი ექვემდებარება რესპირაციული ვირუსების წესებს, რომელიც იყო გრიპის ვირუსთან მიმართებით. აქეთკენ მიდის, თუმცა პანდემია ჯერ ისევ არ დასრულებულა.

წელს ვირუსის მართვის პრინციპები შეცვლილია და განსხვავებულია 2020-2021 წლებისგან; ახლა დიდ ჩაკეტვებზე, შეზღუდვებზე საუბარი აღარ არის, ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები