მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, თვის ბოლოდან რეალურ რეჟიმში შევძლებთ მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლებას - მინისტრი

644fa8e363dea
ინგა მურუსიძე
01.05.23 15:57
378
ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ წამლის ლაბორატორია სავარაუდოდ წლის ბოლოდან სრულად ამოქმედდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ლაბორატორია დღესაც სატესტო რეჟიმში მუშაობს, სრულად არის დაკომპლექტებული და მე ვფიქრობ, თვის ბოლოდან რეალურ რეჟიმში შევძლებთ მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლებას. ამაზე გვექნება სპეციალური ღონისძიება და იქ მოგიწვევთ“, - თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, წამლის ხარისხის ლაბორატორიის მოწყობაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წლიდან მიმდინარეობს. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებდა, რომ წამლის ეროვნული ლაბორატორიის ბაზისური ინფრასტრუქტურისთვის საჭირო თანხა 3 მლნ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები