მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვფიქრობდი, ბიზნესთან გახსნილი ვიყავი, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, ეს ასე არ იყო"

5c1ca7ee56989
BM.GE
21.12.18 12:34
1241
ყოფილი ვიცე-პრემიერი, "სინერჯი კაპიტალის" თანადირექტორი, დიმიტრი ქუმსიშვილი BM.ge-ის კითხვაზე - თუ რას მიიჩნევს ბიზნესის მთავარ საჭიროებად და ბიზნესის მთავარ გამოწვევად, პასუხობს, რომ ეს პირველ რიგში, არის მთავრობის მხრიდან კერძო სექტორთან მჭიდრო და გულახდილი კომუნიკაციის არსებობა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მთავრობამ უნდა შექმნას კერძო სექტორთან კომუნიკაციის ბევრად უშუალო და გულახდილი პლატფორმა, რაც ქვეყნის კერძო სექტორს განვითარებაში დაეხმარება. 

ქუმსიშვილის თქმით, ის თანამდებობაზე ყოფნის დროს ფიქრობდა, რომ ის კერძო სექტორთან გულახდილი იყო და მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან მიიჩნევს, რომ ამ მხრივ, მეტის გაკეთება შეეძლო. 

"ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ, მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ საკმაოდ გახსნილი ვიყავი ბიზნესთან და საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვაწვდიდი ბიზნესს, თუმცა დღეს ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, ეს ასე არ იყო და გაცილებით მეტი ინფორმაციის მიწოდება შეიძლებოდა.

ბიზნესს სჭირდება მეტი ინფორმაცია მთავრობიდან, მე ამას ახლა საკუთარ თავზე ვამბობ. ვფიქრობ, რომ შესაქმნელი არის სპეციალური პლატფორმები, რომელიც გაცილებით უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის ბიზნესს. მისცემს შესაძლებლობას ბიზნესს, რომ იგივე ანალიტიკური მასალები მათთვის მარტივად იყოს ხელმისაწვდომი. მარტივად დამუშავდეს ეს მასალები. აეწყოს კომუნიკაციის სწორი არხები,"- ამბობს ქუმსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები