“Galt & Taggart”-ის გათვლებით, ლარის გაუფასურების მაკროეკონომიკური ფაქტორები არ არსებობს და ის 2.75-2.80-იან ნუშნულზე დასტაბილურდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმიდან გვაქვს გარკვეული დანაკლისი და ჩვენი გათვლებით 200 მლნ დააკლდება ეკონომიკას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საგარეო ბალანსი გაუმჯობესდება იმის გამო, რომ ლარი არის მნიშვნელოვნად გაუფასურებული და ეს შეამცირებს იმპორტს.
მოკლევადიანი ზეწოლა, რაც არის ლარის კურსზე და ზოგიერთები კიდევ უფრო მეტ დანაკლისებს პროგნოზირებენ, ეს რა თქმა უნდა ბაზარზე ახდენს გავლენას. რეალურად ტურიზმი ივლისში მცირედით, თუმცა გაიზარდა და აქედან არ შეიძლებოდა გვქონოდა ისეთი დანაკლისი, რომელიც ლარზე მოახდენდა გავლენას ივნისის ბოლოდან აგვისტომდე პერიოდში.
შესაბამისად მოლოდინებს შეუძლია მოხდინონ დიდი გავლენა ლარის კურსზე მაკროეკონომიკური პარამეტრების მიუხედავად. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის უნდა დასტაბილურდეს 2.75-2.80-იან ნიშნულზე.
„უფრო კარგად რომ ავხსნა, მოლოდინების არხი როგორ მოქმედებს ლარის კურსზე, ჩვენი გათვლებით ეს არის დეპოზიტების გადოლარება და დამატებითი მოთხოვნა ლარის სესხებზე ან შეიძლება ხდებოდეს უცხოური სესხების კონვერტაცია ლარში, რაც კურსზე დროებით ზეწოლას ახდენს“ - “ - განმარტა გადაცემაში "საქმიანი დილა" ბოჭორიშვილმა.

























