მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობთ, საკონსულტაციო კომპანიების ერთგვარი კონსორციუმი შევკრათ"

5b4caea9c77d9
მაია ბიწაძე
16.07.18 18:36
1007
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა "საქმიანი დილის" ეთერში იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს.

მისი თქმით, ის პროგრამები, რომელსაც სააგენტო უკვე ახორციელებს აუცილებლად გაგრძელდება და დაიხვეწება.

"ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, რადგან თუ სტატისტიკას შევხედავთ, ჩვენი ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში 372 პროექტია დაფინანსებული, 900 მილიონ ლარამდე ინვესტიციას შეადგენს და დასაქმებულია 15 ათასამდე ადამიანი, შესაბამისად ეს პროგრამები მუშაობს ძალიან აქტიურად", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

რაც შეეხება სიახლეებს, მისი თქმით გარკვეული პროგრამები დაიხვეწება.

"მაგალითად, ვფიქრობთ იმ საკონსულტაციო მომსახურების თანხის გაზრდაზე, რასაც ჩვენი ბენეფიციარები იღებენ, ასევე ვფიქრობთ საკონსულტაციო კომპანიების ერთგვარი კონსორციუმი შევკრათ, რათა ვუზრუნველყოთ ის ხარისხი, რაც გვინდა ჩვენმა ბენეფიციარებმა მიიღონ“, - განაცხადა ხიდურელმა.

მისივე თქმით, სექტემბრიდან სააგენტოში ახალი განყოფილება ამუშავდება, რომელიც ქვეყანაში ბიზნესგანათლებაზე იმუშავებს.

"ეს გუნდი ყველა მიმართულებით იმუშავებს და განვითარებაში არამხოლოდ იმ ექსპორტიორ კომპანიებს დაეხმარება, რომლებიც სააგენტოს ბენეფიციარები არიან, არამედ მათაც, ვინც არ არის ჩვენი ბენეფიციარი. ასევე , სიახლე იქნება, როდესაც ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით ახალ შეთავაზებაზე, კონკრეტულ სექტორზე, ჩვენ მათ ბიზნესშეთავაზებაში ჩავუდებთ იმ ადამიანების ტრეინინგს, ჩვენი ხარჯებით, რომელიც მას დასჭირდება. ამას აკეთებს ირლანდიაც და ბევრი ქვეყანა" - განმარტა მიხეილ ხიდურელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები