მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვგეგმავთ მაქსიმალურად მოვიკიდოთ ფეხი ტურისტულ ბაზარზე" - სასტუმრო "ადამოს" გეგმები

5e0eed99a7c23
ვიქტორია მღებრიშვილი
03.01.20 21:45
1171
2019 წელს ფინანსურად დავზარალდით, - ამის შესახებ BM.GE-ის თბილისში 1 წლის წინ გახსნილი სასტუმრო „ადამოს“ წარმომადგენელმა თამთა აბაკელიამ განუცხადა.

მთაწმინდის რაიონში, კაკაბაძის ქუჩაზე მდებარე 36-ნომრიანი "ლაქშერი" სტილის სასტუმრო, მაღალმხარჯველუნარიან მოგზაურებზეა გათვლილი და როგორც სასტუმროს წარმომადგენელი ამბობს, ქართველმა ინვესტორებმა 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს, თუმცა პირველ წელს დიდი მოლოდინი არ ჰქონიათ.

„საკმაოდ რთული წელიწადი იყო, ჩვენც ნელ-ნელა დავიწყეთ; დიდი მოლოდინიც არ გვქონია და ამ გამოწვევებმა კიდევ უფრო გაგვიმყარა ჩვენი შეხედულება. რუსეთის მხრიდან დაწესებული ავიასანქციების შემდეგ მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ფინანსურად ცოტათი დავზარალდით, იმიტომ რომ ძირითადად რუსეთიდან გვსტუმრობდნენ, თუმცა სტუმართა მრავალფეროვნებას არ ვუჩივით. ძირითადად იყო რუსეთი, ევროპა, გვყავდა არაბული სეგმენტიც, ისრაელიც, ამერიკაც“, - ამბობს თამთა აბაკელია.

BM.GE-ისთან სამომავლო გეგემებზე საუბრისას სასტუმროს წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ 2020 წელი უკეთესი იქნება.

„2020 წელს ვგეგმავთ მაქსიმალურად მოვიკიდოთ ფეხი ქართულ ტურისტულ ბაზარზე, მაქსიმალურად წარვადგინოთ ჩვენი სასტუმრო უცხოეთის ბაზარზე. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი უნიკალური სასტუმრო თავისი დიზაინით და ადგილმდებარეობით“, - განაცხადა თამთა აბაკელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები