მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვგეგმავთ შევცვალოთ რეგულაციები"

5a3b8362892d6
BM.GE
21.12.17 13:47
900
კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მთავრობა არსებული საკანონმდებლო ბაზის ცვლილებას გეგმავს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არსებული მარეგულირებელი ბაზის დიაგნოსტიკური დოკუმენტი საქართველომ აზიის განვითარების ბანკის დახმარებით გააკეთა. კვირიკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული საფონდო ბაზარი უფრო ინტეგრირებული უნდა გახდეს ევროპულ საფონდო პლატფორმებთან.

„ჩვენ ვიწყებთ საპენსიო რეფორმის გატარებას. სამწუხაროდ დამოუკიდებლობის 26 წლის განმავლობაში ვერ შევძელით ამ სისტემის დანერგვა, რომელიც არის საკმაოდ რთული რეფორმა. ეს არის რეფორმა რომლის გადადინების ეფექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის დააგროვებს რესურსს ადგილობრივ ვალუტაში, რომელიც ჩაისხმება ეკონომიკაში და გახდება ახალი ძრავა ეკონომიკის განვითარებისთვის.

მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარება.

აზიის განვითარების ბანკთან ერთად გავაკეთეთ არსებული მარეგულირებელი ბაზის დიაგნოსტიკა. შემუშავებულია საგზაო რუკა რომლის მიხედვითაც ჩვენ ვგეგმავთ რომ შევცვალოთ რეგულაციები, რათა საფონდო ბაზარი გახდეს უფრო ინტეგრირებული ევროპულ საფონდო პლატფორმებთან და გლობალურ ქსელებთან.
საპენსიო რეფორმიდან დაგროვილი რესურსის ათვისება უნდა მოხდეს და ქართული ფასიანი ქაღალდები უნდა გახდეს ინვესტირებადი. ეს არის რთული ინსტიტუციური რეფორმა, ამ რეფორმის სწორი კომუნიკაცია არის უმნიშვნელოვანესი“, - ამბობს კვირიკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები