მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო - ცოტნე ივანიშვილი აქციებზე

ცოტნე ივანიშვილი
18.04.26 13:58
612

"ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო", - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა, სადაც უპასუხა ერთ-ერთი დამსწრის შეკითხვას აქციებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალი დისკუსიაა.

"ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა გული ამ თემასთან დაკავშირებით, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო.

მგონია, რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო და უალტერნატივო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, ანუ მეორე მხარეს, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც, ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით, საუბარს, დისკუსიას, დებატს, უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. როდესაც პირიქით - ადამიანს ქვეყანაში მომხდარი ცუდი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ასეთ ადამიანთან საუბარს, სამწუხაროდ, აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, თუ გვაერთიანებს ის საერთო ღირებულება, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს "ქოცი", "რუსი", "აკაცუკი", "ნაცის" ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის ნაცვლად",- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები